კულტურის სფეროს წარმომადგენლები უცვლელი მოთხოვნებით- გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ახალი არჩევნები, პროტესტს აგრძელებენ. დღეს თეატრალებმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ გაფიცვები, ასევე ართანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან უფრო მასშტაბურ სახეს შეიძენს და თავადაც წყვეტენ ყველანაირ კონტაქტს რეჟიმთან მოთანამშრომლე ბიზნესებთან:
"გაფიცვა განვითარების გზაზე დგას და ძალიან მალე იგეგმება საყოველთაო გაფიცვები არათანამშრომლობის ბევრი ფორმა ვნახეთ და ესეც გაგრძელდება, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან აღარ თანამშრომლობს ხალხი, განსაკუთრებით, ჩვენი სფეროს წარმომადგენლები, ვხედავთ ბოიკოტის ფორმებს, როდესაც მათთან, ვინც თანამშრომლობს მათთან აღარ გვაქვს ურთიერთობა და გვინდა, რომ გავწყვიტოთ ყოველგვარი კონტაქტი ბიზნესებით დაწყებული და ყველა დანარჩენით დამთავრებული.
ვხედავთ დაუმორჩილებლობის ფორმებს, ამის მკაფიო მაგალითები ჩვენ სფეროშიც ძალიან ბევრია და სხვა ქალაქებშიც ვხედავთ, როცა ახალ რეპრესიულ კანონებს არ ემორჩილება საზოგადოება, ასევე მხილების ფორმები - როცა ვამხელთ მათ ვინც დანაშაულს სჩადიან და ამ რეჟიმს აძლიერებენ არ შევურიგდებით და ამაშიც ინტენსიურად არის ჩართული კულტურის სფერო. ჩვენი სფერო ცდილობს, რომ დარჩეს მოწოდების სიმაღლეზე და იყოს ერთ - ერთი პირველი, რომელიც არ ეგუება ძალადობას და ჩვენი უმთავრესი ამოცანა იგივეა - დავეხმაროთ ქართულ საზოგადოებას კონსოლიდირების საქმეში და ყველა ის ინსტრუმენტი რომლითაც წინააღმდეგობას გავუწევთ, იქცეს საყოველთაო და ეფექტიან ინსტრუმენტად, რომ მივიღოთ შედეგი . ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგში დაბრუნება, რაც მხოლოდ ერთი რამით არის შესაძლებელი - უნდა დაინიშნოს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ ჩვენი კოლეგები და მეგობრები უსამართლო პატიმრობიდან" განაცხადა ბრიფინგზე რეჟისორმა პაატა ციკოლიამ.