რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევამ საცობი გამოიწვია. მგზავრები "მთავარს" ადგილიდან უყვებიან, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ავტომობილი დაზიანდა, რამაც საცობი შექმნა.
"საშინელი საცობია რიკოთის უღელტეხილზე, ავტომობილები დაიმტვრა და ამან გამოიწვია საცობი. ჯერჯერობით გრძელი და გაუვალია მანქანების კოლონები, იმედია ადგილზე მალე განიმუხტება ვითარება",- ამბობს მგზავრი ნინო ტყეშელაშვილი.
რიკოთის უღელტეხილზე პარალიზებული მოძრაობის შესახებ, მოგზაურებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა სოციალურ ქსელში მგზავრებიც წერენ.