"ახალი, სამართლიანი არჩევნები, დაკავებულების გათავისუფლება" | 11 იანვარს, RETCO და Tbilisi Open Air-ი ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ

გამოქვეყნდა:

"სოლიდარობის ენერგეტიკა" - 11 იანვარს, RETCO და Tbilisi Open Air-ი ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ, რომლის მიზანი პროევროპული პროტესტისადმი სოლიდარობის გამოხატვაა.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ღონისძიების მიზანი ქვეყანაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კრიზისის განმუხტვა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანაა.

"ამ ახალი საპროტესტო ფორმით გვსურს, ჩვენს მომხმარებლებს, თანამშრომლებსა და მსმენელებს მკაფიოდ გავაგებინოთ, რომ სრულიად ვიზიარებთ და სოლიდარულები ვართ პროტესტის ორი უმთავრესი მოთხოვნისადმი:

1. ახალი, სამართლიანი არჩევნები

2. საპროტესტო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლება მიგვაჩნია, რომ ბიზნესისა და სახელოვნებო სფეროების ასეთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობა - სოლიდარობით შექმნილი ენერგეტიკა - ხელს შეუწყობს პროტესტის ძირითადი მოთხოვნების კიდევ უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაზიარებასა და მის დედაქალაქს გარეთ გავრცელებას. პირველი ღონისძიება ამ პროექტის ფარგლებში ქალაქ რუსთავში ჩატარდება.

გვჯერა, რომ ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის აღება საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა - განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა თუ პროფესიისა.

ჩვენ - RETCO და Tbilisi Open Air მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენს ინიციატივას თანამოაზრეებიც შემოუერთდებიან, რაც ამ პროექტისთვის სიცოცხლისუნარიანობის შეძენისა და მისი შემდგომი განვითარების უმთავრესი წინაპირობაა. მივესალმებით გამოხმაურებას ყველა იმ ბიზნესისგან, რომელიც პლატფორმა freebusiness.ge-ზე ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას.

გელოდებით, 11 იანვარს, ქალაქ რუსთავში ჩვენს პირველ საერთო ღონისძიებაზე!", - წერია ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი