"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ დღევანდელი ბრიფინგი საბერიოში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრითა და სამძიმრის გამოცხადებით დაიწყო. მისი თქმით, ტრაგედიის ერთადერთი ახსნა რუსული ოკუპაციაა:
"მინდა დავიწყო სამძიმრით, რომელიც მინდა გამოვუცხადო მთელ საქართველოს სოფელ საბერიოში გარდაცვლილი 5 მცირეწლოვანის გამო და გულწრფელად ვთქვა, რომ ეს უმძიმესი მოვლენა უკავშირდება, მათ შორის, იმას რომ ჩვენ სახელმწიფოს ჯერჯერობით ამ ტერიტორიაზე კონტროლი აღდგენილი არ აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში, როცა ბავშვების სიცოცხლეს უკავშირდება ამბავი, ამაზე უფრო მძიმე ვერაფერი ვერ იქნება ამ წუთში. ამიტომ, ჩემს გამოსვლას ვიწყებ სამძიმრის გამოცხადებით მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის.
ამ ტრაგედიის პოლიტიზირება არასწორია. ამ ტრაგედიის ერთადერთი ამოხსნა არის რუსეთის ოკუპაცია" განაცხადა ნიკა გვარამიამ.