მერიამ თეატრალურის აივნებიდან საპროტესტო ბანერები ჩამოხსნა

გამოქვეყნდა:

თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, დაინიშნოს ახალი არჩევნები - ამ წარწერებით საპროტესტო ბანერები, რომლებიც თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის აივნებზე იყო გადმოფენილი, "თბილსერვის ჯგუფმა" ჩამოხსნა.

მერიის წარმომადგენლებმა მიზეზად ელექტროსადენებისგან შესაძლო საფრთხე დაასახელეს. სტუდენტებისთვის კი ეს არგუმენტი მიუღებელია და ისინი ამ ყველაფერს პროტესტის ჩახშობის მცდელობად აფასებენ.

უკვე 21 დღეა თეატრალურის სტუდენტები შენობაში ოლიგარქიული რეჟიმს აპროტესტებენ და დაშლას არ აპირებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი