"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს პარასკევს, 10 იანვარს განიხილავენ.
"ევროკავშირის ოფიციალური პირები აპირებენ დაამტკიცონ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება პარასკევს, 10 იანვარს. ამის შემდეგ, 24 იანვარს, ევროკავშირის წარმომადგენლები ამას მწვანე შუქს აუნთებენ, ამიტომ შეზღუდვა ძალაში, სავარაუდოდ, თებერვალში შევა. როგორც მანამდე ითქვა - ამისთვის საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობა და ასეთი არსებობს", - წერს "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე.