"ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს" | საფრანგეთის ელჩი

გამოქვეყნდა:

"ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს", - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი სოციალურ ქსელში წერს.

ეს პოსტი ფრანგმა დიპლომატმა, ემანუელ მაკრონის დღევანდელი განცხადების შემდეგ გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს ეხებოდა.

"მაშინ როცა, ემანუელ მაკრონი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერას ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ასახელებს, ის საქართველოში დემონსტრანტების და პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის სიმამაცეს ძალიან აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს", - წერს გასრი X-ზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი