"ერთადერთი, რასაც კობახიძეს უნდა ვუსურვებდეთ, არის უსაფრთხო ფრენა მოსკოვისკენ, როცა მისი მთავრობა დაიშლება და მას ჩაანაცვლებს მთავრობა, რომელიც ხალხის ნებას წარმოადგენს" | ჰამილტონი

გამოქვეყნდა:

"საქართველო დასავლური მთავრობებისგან უფრო ნაკლებ ყურადღებას მიიღებს და უფრო ნაკლებ პრიორიტეტული გახდება. საქართველოს მნიშვნელობა დასავლეთისთვის - ევროპის, ევროკავშირის, ნატოსა და ამერიკისთვის ორ ფაქტორს ეფუძნებოდა: ერთი, ეს იყო იდეა, რომ საქართველო აშენებდა სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ მმართველობას იმ სამეზობლოში, სადაც ეს ყველაფერი ძალიან იშვიათია და მას შეეძლო ამ რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი ყოფილიყო. მას ხედავდნენ, როგორც ქვეყანას, რომელიც ცდილობდა დემოკრატიზაციას, ლიბერალიზაციას... და თუ ეს პროცესი დასრულდება, საქართველო დასავლური მთავრობებისთვის პრიორიტეტების სიაში ძალიან დაბლა ჩაცურდება.

ვფიქრობ, სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომას. ერთ-ერთი ის იყო, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ახალი წელი მიულოცა. (მოგვიანებით, გაკეთდა განმარტება, რომ ახალი წელი გენერალურმა მდივანმა ყველა პარტნიორი ქვეყნის ლიდერს მიულოცა) ეს ჩემი აზრით, აბსოლუტურად მიუღებელი იყო, ერთადერთი, რასაც კობახიძეს უნდა ვუსურვებდეთ, არის უსაფრთხო ფრენა მოსკოვისკენ, როცა მისი მთავრობა დაიშლება და მას ჩაანაცვლებს მთავრობა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას წარმოადგენს... ამ მთავრობასთან ნებისმიერი ოფიციალური კომუნიკაცია მის ლეგიტიმაციას ახდენს - მთავრობის, რომელზეც ვფიქრობ, დასავლური მთავრობების უმრავლესობა თანხმდება, რომ არალეგიტიმურია. ჩვენ უკვე ისეთი სიტყვების გამოყენებასაც კი ვიწყებთ, როგორებიცაა დეფაქტო პრემიერი, დეფაქტო თავდაცვის მინისტრი... ასე რომ, თუ ასეთ ენას ვიყენებთ, მაშინ ნამდვილად არ უნდა ვაგრძელებდეთ ფორმალურ დიპლომატიურ კორესპონდენციას მათთან".

- განაცხადა ამერიკის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკმა და "საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის" ევრაზიის პროგრამის დირექტორმა, ბობ ჰამილტონმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი