"ალილოს" მსვლელობა პარლამენტისა და საკრებულოების შენობებთან არ გაჩერდა

გამოქვეყნდა:

"ალილოს" ტრადიციული მსვლელობა პარლამენტისა და საკრებულოების შენობებთან არ გაჩერდა. წინა წლებისგან განსხვავებით, მეალილოეები, რომლებიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ, პირდაპირ სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან. ვისი გადაწყვეტილებით და რა მიზეზით  შეიცვალა მარშრუტი უცნობია.

წინა წლებში მსვლელობის მონაწილეებთან პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები გადიოდნენ და ტკბილეულს სწირავდნენ. ამის შემდეგ "ალილო" უკვე პრეზიდენტის რეზიდენციასთან ჩერდებოდა, თუმცა წელს, მსვლელობა არც ათონელის ქუჩაზე შეჩერებულა. 

შობას ზეიმობენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე რეგიონშიც - საშობაო ლიტურგიის შემდეგ, გორში ტრადიციული ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს. მომლოცველებმა მსვლელობა საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს და ქალაქის თითქმის ყველა უბნის შემოვლას  გეგმავენ.

ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა ზუგდიდში, სადაც სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ვლაქერნის ღვთისმშობლის  ტაძრიდან მსვლელობა მოაწყვეს, ქალაქის ქუჩები საგალობლებით შემოიარეს, ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი  მოქალაქეებმა გზა და გზა დაახვედრეს. საკათედრო ტაძარში  ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინეს.

[სლაიდის ფოტო: Ezz Gaber]

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი