არალეგიტიმური ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და დეპუტატებისთვის კოლოსალურად გაზრდილი ხელფასების ფონზე "ქართული ოცნება" სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისთვის განკუთვნილ თანხებს ისევ უცვლელად ტოვებს.
ინფლაციისა და პროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, თბილისის მერიამ დაადგინა, რომ 1,7 ლარი საკმარისია სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად.
ოპოზიცია წლებია საუბრობს იმის შესახებ, რომ სიღარიბეში მცხოვრები ხალხისთვის შეთავაზებული საკვები მწირია და ვერ აკმაყოფილებს აუცილებელ სტანდარტებს, ცალკე საკითხია ის სავარაუდო კორუფცია, რომელიც უფასო სასადილოების ტენდერებს უკავშირდება.
უფრო ვრცლად ნახეთ ნინო გიგაურის სიუჟეტში.