"მეც და დანარჩენი მშობლები ვიწყებთ შეუპოვარ ბრძოლას! გამწარებულ დედებზე საშიში არავინ არ არის" | ანდრო ჭიჭინაძის დედა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის რეჟიმის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა სხვა დაკავებულების მშობლებთან ერთად, ბრძოლის ახალ ეტაპს აანონსებს: 

"ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე, დანარჩენ მშობლებზე. ფიქრობენ რომ გავტყდებით. ალბათ პატიმრებზეც ძალიან ცუდად მოქმედებს. მაგრამ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ -არ გავტყდებით, არ გვეშინია! ჩემი შვილი და ყველა ის ბავშვი, ვინც იქ სხედან, ყველაზე თავისუფლები არიან. დაიჭირეს საუკეთესო ბიჭები, როგორც 37 წელს იყო - იჭერდნენ ყველაზე კარგებს, ჭკვიანებს... ეს ნათელია... დევნა მიდის ჭკუაზე, პატრიოტიზმზე - ეს არის ბოლშევიკური მეთოდი და აქედან ვერ გამოვედით.

მეც და დანარჩენი მშობლები ვიწყებთ ნამდვილად შეუპოვარ ბრძოლას! ნამდვილად დიდი ძალა მაქვს. გონს მოეგეთ! გამწარებულ დედებზე უარესი და საშიში არავინ არ არის!" - ამბობს ლიკა გუნცაძე "ფორმულასთან".

ანდრო ჭიჭინაძის ტყვეობაში ყოფნის გამო ყველა სპექტაკლს აუქმებს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიც - "ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით" - აცხადებენ მსახიობები. 

ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე, ბრალდების მხარე 16 იანვრის სასამართლო სხდომის მარტისთვის გადადებას მოითხოვს და მოტივად ასახელებს, რომ საკმარისი დრო არ ჰქონდა მტკიცებულებების მოსაპოვებლად. 

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ადვოკატების ჯგუფის სახელით გაწვდით ინფორმაციას ანდრო ჭიჭინაძის საქმესთან დაკავშირებით.
1. პროკურატურა ითხოვს 16 იანვრის პროცესის გადადებას 12 მარტისთვის. 
მიზანი არის უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა.
2. შუამდგომლობის დასაბუთება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას! ისეთივე დაუსაბუთებელია როგორიც იყო ბრალის დადგენილება და პატიმრობის გამოყენების მოთხოვნა.
საგამოძიებო ორგანო დღემდე ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებს. ვერ უთითებს, რადგან არ არსებობს ბუნებაში რაიმე დანაშაულებრივი ფაქტი.
3. საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და ეს გადაწყვეტილებაც უკანონოა.
დაპატიმრებული პირები ერთმანეთს არ იცნობენ, მაშინ როცა ბრალად წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. 
4. გამოძიებამ 11 პირის სისხლის სამართლის საქმე ხელოვნურად გააერთიანა.
ამით პროკურატურა ქმნის ხელოვნურ სურათს რომ საქმე მოცულობითია (დიდია) და სურს მუდმივად ამ არგუმენტით მოითხოვოს პროცესის გადადება.
5. ანდრო ჭიჭინაძის დაკავებიდან 1 თვეზე მეტია გასული (გამოძიების დაწყებიდან კი უფრო მეტი), გამოძიების ორგანო კი ამბობს რომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო საკმარისი არ არის. " წერს სოციალურ ქსელში ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი