9 იანვრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. "ჩერნომორენერგოს" მიერ გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, ელექტროენერგია აბონენტებს დღეში ექვსი საათის განმავლობაში გაეთიშებათ.
"შეზღუდვები შემოღებულია რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადის დაზოგვის აუცილებლობის გამო და მიზნად ისახავს ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას და ენერგეტიკული სისტემის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფას“, - აცხადებენ კომპანიაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა მხოლოდ ახალი წლის დღეებში მოხსნეს.