თბილისში, ვარკეთილში დაკარგულ ქალს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
"გუშინ საღამოს რვა საათისთვის სახლიდან გავიდა და კონტაქტზე საერთოდ არ გამოდის. მეტროსთან თანამშრომელს უნდა შეხვედროდა და არ მივიდა. სახლიდან მეტრომდე ათი წუთი უნდა. ეცვა მუქი იასამნისფერი ქურთუკი. იქნებ ვინმემ დაინახა. მილიციაში განცხადება უკვე დავწერეთ. საავადმყოფოებშიც არ არის. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ," - წერს ახლობელი.