საქართველოში გლოვის დღეა. ხანძრის შედეგად დაღუპული 5 არასრულწლოვანი უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
ენგურის მიღმა მცხოვრებ ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. დაკრძალვის ცერემონიისთვის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურზე გადასასვლელად სპეციალური საშვები მხოლოდ რამდენიმე პირისთვის დაუშვა.
ოკუპირებულ გალში დაღუპულ ბავშვებს ზუგდიდშიც გლოვობენ - აფხაზეთის მე-14 საჯარო სკოლაში, დაღუპული მცირეწლოვნების მერხებზე მათი ფოტოები, ყვავილები და სანთელები მიიტანეს და წუთიერი დუმილით დაღუპულებს პატივი მიაგეს.
უფრო ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის სიუჟეტში.