პროტესტის 44-ე დღე | თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი

გამოქვეყნდა:

დღეს, 10 იანვარს უწყვეტი პროტესტის 44-ე დღეა. დღის განმავლობაში, დაგეგმილია საპროტესტო მარშები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან. 

განრიგი ასეთია:

  • 10:00 - თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს - თბილისის საქალაქო სასამართლო;
  • 17:00 - "მშვიდად, მტკიცედ, ერთად გამარჯვებამდე!" (HR პროფესიონალები, მარკეტერები, IT/TECH პროფესიონალები, იურისტები, ESM-ელები, "მთა თავისუფლებისთვის" და სხვა კომუნები) - რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე;
  • 18:30 - ემიგრანტების და მათი ოჯახის წევრების მარში - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ;
  • 19:00 - ვერელების და ვაკელების მარში - ტარას შევჩენკოს ბაღი (თსუ-ს I კორპუსის მოპირდაპირე მხარე);
  • 19:00 - ეთერი ხალხს! - საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა; 
  • 19:00 - მშვიდობის პლატფორმის საპროტესტო აქცია - პარლამენტი;
  • 19:00 - აქცია პარლამენტთან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი