"მოსული ვარ იმ ხალხის სასამართლოზე, რომელიც მართავს დღევანდელ საქართველოს, დღეს იმათი განაჩენი უფროა" | დოიაშვილი

გამოქვეყნდა:

რა განაჩენსაც გამოიტანენ, იმას გამოუტანენ თავის თავს - ამბობს რეჟისორი დავით დოიაშვილი, რომელიც სოლიდარობის გამოსახატავად დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფება.

"სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ ვარ პოლიტპატიმრების სასამართლოზე მოსული. მოსული ვარ იმ ხალხის სასამართლოზე, რომელიც მართავს დღევანდელ საქართველოს, დღეს იმათი განაჩენი უფროა, ვიდრე ამათი. ამიტომ, რა განაჩენსაც გამოიტანენ, იმას გამოუტანენ თავის თავს. ვნახოთ რას გააკეთებენ." ამბობს დოიაშვილი "მთავარი არხის" ეთერში.

საქალაქო სასამართლოში კი უკვე 4 საათია ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და რეჟიმის კიდევ 9 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს. დღეს ერთადერთი საკითხი განიხილება, დატოვებს თუ არა დაკავებულებს სასამართლო წინასწარ პატიმრობაში. აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი