საზოგადოებაპროტესტის 45-ე დღე | თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგიგამოქვეყნდა: შაბათი, 11 იანვარი, 2025 - 00:20
დღეს, 11 იანვარს უწყვეტი პროტესტის 45-ე დღეა. დღის განმავლობაში, დაგეგმილია საპროტესტო მარშები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან. განრიგი ასეთია: 10:00 - აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ; 12:00 - ეკო ტრანსპორტის მსვლელობა - რესპუბლიკის მოედანი; 14:00 - მსვლელობა პოლიციის რეჟიმის წინააღმდეგ - გლდანი, ახმეტელის თეატრის წინ, ვეკუას #3; 17:30 - ნახალოვკელების მსვლელობა - მეტრო ნაძალადევის სკვერი; 19:00 - "უთანასწორობა უსამართლობაა" - რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ; 19:00 - "მეგობრების მარში" - ფილარმონიიდან პარლამენტამდე; 19:00 - ეთერი ხალხს! - საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა; 19:00 - ყოველდღიური აქცია პარლამენტთან; 21:00 - ჩცდ მარში - რესპუბლიკის მოედანი; 21:30 - საჯარო დისკუსია ომის “საფრთხის" შესახებ - რუსთაველის გამზირზე არწივის ქვეშ.