მოსამართლე ხუსკივაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც დღეს რეჟიმის რვავე ტყვე ისევ პატიმრობაში დატოვა, საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილების პროტესტი მოჰყვა. "დამხობა რეჟიმს, თავისუფლება ჩვენ", "უსამართლო სასამართლო", "ცეცხლი ოლიგარქიას", "ყველგან პოლიცია არსად სამართალი", "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა" - სკანდირებენ პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები.
შეგახსენებთ, მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ისე მიიღო, რომ სათათბიროდაც არ გასულა.