ბათუმში აქტივისტი დააკავეს

გამოქვეყნდა:

"ბათუმში აქტივისტი დაიჭირეს... 
მილიცია!" - წერს სოციალურ ქსელში არჩილ ბერიძე.

 „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია თათია აბულაძე. 

პოლიციელებმა აქციაზე დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ, მათივე თქმით, აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – „გაიფიცე“.

აქციის მონაწილეები აქტივისტის დაკავების შემდეგ მსვლელობით გაემართნენ პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ.

დეტალები ამ დროისათვის უცნობია, თუმცა, ბათუმშიც, ისევე როგორც თბილისში საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები იკრიბებიან და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი