"ესენი არიან გმირები, დიდი პატრიოტები..." | რეჟიმის ტყვეების მხარდასაჭერად ჩცდ-ს მარშზე ლეო ანთაძე მივიდა

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გულშემატკივრების მსვლელობა იწყება. ადგილზე იმყოფება მსახიობი ლეო ანთაძე, რომელიც მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს რეჟიმის ტყვეებს:

"ესენი არიან გმირები, დიდი პატრიოტები თავის ქვეყნის. საოცარი გონიერი ხალხი , როგორ მეტყველებენ, როგორ მსჯელობენ, რა განათლებულები არიან, ყველაფერი კარგად დამთავრდება მათთვის მე დარწმუნებული ვარ. არჩევნებიც დაინიშნება, ისინი გათავისუფლდებიან და მათ ადგილს სხვებიც დაიჭერენ. ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია - როგორც შოთამ ბრძანა, ასე მოხდება...

ბრძანებაა კრემლიდან და ბოლომდე ასრულებენ და ამაში ძალიან ცდებიან, გონებას მოუხმონ" ამბობს ლეო ანთაძე. 

რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტილია. ქვეყანაში პროტესტის 45-ე დღეა. პარლამენტთან, საჯარო საუბრების ფარგლებში დაგეგმილია, შეხვედრა ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან; ასევე, ჯგუფი "ფარის" წევრები - სამხედრო, პოლიტიკური და უსაფრთხოების ექსპერტები კი დისკუსიას გამართავენ თემაზე  -  რატომ არ იქნება ომი და როგორ გვატყუებს "ოცნება". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი