რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილე დააკავეს. ადგილზე არსებული ვითარების ამსახველ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს. უცნობია რა გახდა დაკავების მიზეზი, თუმცა კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველები ერთ-ერთ პირს ძალის გამოყენებით აკავებენ.
თვითმხილველის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილე სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მყოფები ამას უარყოფდნენ.