რამდენიმე საათის წინ დაკავებული გია ჯვარშეიშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ნინო კალანდია განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ალადაშვილის კლინიკაში ჯვარშეიშვილი პოლიციელების თანხლებით მიიყვანეს და ის საშინელ მდგომარეობაშია:
"არ გვიშვებდნენ საავადმყოფოში და დიდი ჭიდაობით შევედი. გიას თავზე ედგა 6 თუ 7 პოლიციელი. რენტგენის გადასაღებად პოლიციელთან ბორკილმიბმული შეიყვანეს. აქვს ნერვული შეტევა. საშინელ მდგომარეობაშია და დამამშვიდებელიც კი არ ჰქონდა გაკეთებული. ექიმი მიმტკიცებდა, პაციენტი არ მაძლევს საშუალებას რომ მივხედოო. ნერვული შეტევით პაციენტს როგორ უნდა მიხედოს ჩვენ უნდა ვასწავლოთ.
ეს რა ჯანდაბაა მართლა. რამ გააცხოველა ყველა" წერს ნინო კალანდია.
შშმ პირთა უფლებადამცველი, აქციების მონაწილე გია ჯვარშეიშვილი პოლიციამ დღეს რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. არსებული ინფორმაციით, ის ნაცემია.