ბათუმში, დაკავებულ მოქალაქეებთან პოლიცია ადვოკატებს არ უშვებს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, აქციაზე, დაკავებულ მოქალაქეებთან ადვოკატები ამ დრომდე ვერ ახერხებენ შესვლას. ისინი პოლიციის სამმართველოსთან დგანან და ელოდებიან, როდის მისცემენ სამართალდამცველები დასაცავ პირებთან შესვლის საშუალებას. ადვოკატები ამბობენ, რომ ირღვევა დაცვის უფლება, რადგან დაკავებისთანავე, ადვოკატს დაკავებულთან შეხვედრის უფლება უნდა მიეცეს. 

შეგახსენებთ,  დაკავებულთა შორისაა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც ცოტახნის წინ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს მოგვიანებით კი მეორედ დააკავეს.

[ფოტო: ნეტგაზეთი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი