"ადამიანები დააკავეს იმის გამო, რომ მიაკრეს სტიკერები...გამოვარდნენ ღრიალით, გინებით, შეურაცხყოფით..." | "ბათუმელების" რედაქტორი, ეთერ თურაძე

გამოქვეყნდა:

"ბათუმელების" მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მეორედ დაკავება პოლიციელების მიერ შექმნილი ქაოსური სიტუაციის დროს მოხდა.


"ადამიანები დააკავეს იმის გამო, რომ მიაკრეს სტიკერები. აბსოლუტურად მშვიდ გარემოში მეორეჯერაც დააკავეს მოულოდნელად. გამოცვივდნენ ჯგროდ, ხმაურით, ღრიალით და დაიწყეს ადამიანების დაკავება. ვერ გავიგეთ რა ხდებოდა. იმდენად ქაოსური სიტუაცია შექმნეს, რომ წარმოუდგენელი იყო რასაც აკეთებდნენ. აქცია იყო მშვიდი და დაიწყო დაშლა იმიტომ რომ გავიგეთ, დაკავებულების ხელწერილით გამოშვების შესახებ, ამ დროს გამოვარდნენ ღრიალით და შეურაცხყოფებით და ამ დროს რა მოხდა მეც კი არ ვიცი," - განაცხადა ეთერ თურაძემ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი