“აბუ დაბიში მწამებელი და რეპრესიული რეჟიმის შემოქმედები შემხვდნენ, კონცერტზე არიან ჩამოსულები… ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა!” | ლაშა გაბიტაშვილი

გამოქვეყნდა:

"მივუახლოვდი რომ მეთქვა მათმა რეჟიმმა რა ქნა გუშინ ბათუმში, მაგრამ ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი წერს და ვიდეოს აქვეყნებს

"აბუ დაბიში მწამებელი და რეპრესიული რეჟიმის შემოქმედები შემხვდნენ, კონცერტზე არიან ჩამოსულები. წყნარად მივუახლოვდი რომ მეთქვა მათმა რეჟიმმა რა ქნა გუშინ ბათუმში, მაგრამ ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! არადა მინდოდა მეთქვა რომ ისინი ესე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, რომ ახალი არჩევნებია ჩასანიშნი და ხალხია გამოსაშვები ციხეებიდან, მაგრამ არ მაცალა. ესე ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას, არც საგმიროა ეს საქმე არც საამაყო, უბრალოდ მათ ხელშია სიტუაციის განმუხტვა! ციხეში ხალხი ჩემი თავისუფლების გამო ზის მათ ვერ მივატოვებ და დასაკარგიც არაფერია, რადგან აღკვეთილი მაქვს თავისუფლება. არც დაჭერის არც რეპრესიების არ მეშინია, ჩვენ ბევრნი ვართ ! ახალი არჩევნები და ხალხის ციხიდან გამოშვებაა მთავარი," - წერს ლაშა გაბიტაშვილი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი