ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა გამსახურდიას გამზირი გადაკეტეს. აქციას უერთდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, აქტივისტები და პროევროპული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები გუშინ ბათუმში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ბათუმში, ოლიგარქის პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა, 3 მათგანი დაკავებიდან რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს, 9 კი ბათუმისა და ლანჩხუთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე