რამდენიმე მოსამართლემ რესტორანი „ბაბილო“, სადაც მოსამართლეთა კლანი საახალწლო ღონისძიებაზე დასასწრებად მივიდა, დატოვა.
ადგილზე ოლიგარქის პოლიციაა მობილიზებული. ასევე იმყოფება კრიმინალური პოლიციაც.
რესტორანთან ვითარება დაძაბულია. ღონისძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. "ბაბილოსთან" მოქალაქეები აქციას მართავენ. ადგილზე იმყოფებიან რეჟიმის პატიმრების დედებიც. მათ თან აქვთ დაკავებულების ფოტოები.