რამდენიმე დღის წინ, ბალტიის ზღვაში ფინელმა მესაზღვრეებმა დააკავეს კუკის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელიც რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილზე მიათრევდა თავის ღუზას და მიზანმიმართულად აზიანებდა ფსკერზე გაყვანილ ელექტრო და საკომუნიკაციო კაბელებს.
ხომალდის კაპიტანი და ეკიპაჟი კი ქართველები აღმოჩნდნენ. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია იმ საიდუმლოებების გასაჯაროებისა, რასაც პუტინის შავი ფლოტი მალავს. დაკავებულ ხომალდზე აღმოჩნდა მაღალი ტექნოლოგიები, რომლებიც სამხედრო-სადაზვერვო საქმიანობისთვის გამოიყენება. რამდენიმე კვირით ადრე კი იმავე ხომალდმა, რომელსაც ქართველების ეკიპაჟი მართავდა, ბრიტანეთისა და საფრანგეთის დამაკავშირებელ სრუტეში, ზღვაში გარკვეული გადამცემი მოწყობილობები ჩაყარა. რაც მთავარია, ამ საბოტაჟის პარალელურად ის სანქცირებულ რუსულ ნავთობს ეზიდებოდა შავ ბაზარზე გასაყიდად.
ძალიან ბევრ კითხვებს შორის არის ისიც, ვინ არიან ეკიპაჟის ქართველი წევრები, რომლებიც რუსეთის დაკვეთით ეწეოდნენ საბოტაჟს და სადაზვერვო მონაცემებს აგროვებდნენ - ვრცლად თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტში.