ბოლო კვირებში ტრამპმა რამდენჯერმე ახსენა გრენლანდია და მისი სურვილი, რომ დანიის იურისდიქციაში მყოფი ტერიტორია შეერთებულ შტატებს მიუერთოს.
ერთი შეხედვით NATO-ს წევრ და მოკავშირე დანიასთან ეს წაკინკლავება მოკლებულია საღ აზრს, ამასთან, თითქოს ეს იდეა ტრამპის ექსცენტრიულობის მეტს არც არაფერს უნდა მოასწავებდეს. მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ეს განცხადება არღვევს სწორედ იმ წარმოსახვას, რაც მასზე კრემლში და სხვათა შორის პრორუსი ივანიშვილის გარემოცვაში იყო დამკვიდრებული, რომ ტრამპი რუსეთის გავლენის სფეროში არ შეიჭრება. არადა ვხედავთ სრულიად საპირისპიროს. ტრამპი არ მალავს, რომ გრენლანდიის მიმართ ინტერესი არქტიკაში ამერიკის გავლენის ზრდითაა განპირობებული. არადა ეს სივრცე აქამდე რუსეთის სათამაშო ზონად მიიჩნეოდა.
უკრაინის შემთხვევაშიც, ტრამპი არ თმობს და არ აღიარებს ამ რეგიონს კრემლის გავლენის ზონად. შეიძლება მავანმა იფიქროს, სად გრენლანდია და სად საქართველოო, მაგრამ თანამედროვე გეოპოლიტიკა იმდენად კომპლექსური და ურთიერთ დაკავშირებულია, რომ ისტორიის ამ თავიდანაც გარკვეული დასკვნების გამოტანა გვმართებს.
უფრო მეტი ნახეთ ზურა პეტროსიანის სიუჟეტში.