რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეთა კლანის საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
მოსამართლეების ნაწილი ღონისძიებას ოლიგარქის პოლიციის კორდონის საშუალებით, შეძახილების ფონზე ტოვებს.
ერთ-ერთი მოსამართლის მისამართით ისროდნენ კვერცხებს. ადგილზე ისმის შეძახილები: "მონა, მონა", "გაათავისუფლეთ ახალგაზრდები".
ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. "ბაბილოსთან" მოქალაქეები აქციას მართავენ. ადგილზე იმყოფებიან რეჟიმის პატიმრების დედებიც. მათ თან აქვთ დაკავებულების ფოტოები.
ოლიგარქის რეჟიმმა მიმდებარე ტერიტორიაზე უფრო მეტი საპოლიციო ძალები მიიყვანა.