რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეთა კლანის საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, ოლიგარქის პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი.
ადგილზე ვითარება ბოლო რამდენიმე საათში რამდენჯერმე დაიძაბა. მოსამართლეთა კლანის ნაწილი ღონისძიებას შეძახილების ფონზე, რეჟიმის პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებდა.
კლანის ნაწილი კვლავ რესტორანში რჩება.
ადგილზე იმყოფებიან რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულების დედებიც. ისმის შეძახილები: "მონა, მონა".