ბათუმში, ოლიგარქის პოლიციამ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავა | ძალადობრივად აკავებენ აქციის სხვა მონაწილეებსაც

გამოქვეყნდა:

ბათუმში, საპროტესტო აქციის დროს, ოლიგარქის პოლიციამ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები, ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ხოშტარია საპროტესტო სტიკერის გაკვრას ცდილობდა, რა დროსაც ოლიგარქის პოლიციამ მისი დაკავება დაიწყო. ამ დროს, მისი დახმარება გიორგი კირთაძემ სცადა, თუმცა საპოლიციო ძალებმა ისიც დააკავეს. 

ადგილზე ხმაური და დაძაბული ვითარებაა. რეჟიმი აქციის სხვა მონაწილეებსაც აკავებს, მათ შორის აქტივისტი და "დროას" წევრი, შუშანა მაცაბერიძე. 

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 15:00 საათიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ოლიგარქის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი