რეჟიმის ტყვეები ივანიშვილის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ ისე მიიღო, რომ სათათბიროდ არც კი გასულა.
გუშინდელი სასამართლო პროცესი რაღაც გაგებით იყო სიმბოლო იმ ყველა პროცესისა, რომელიც ივანიშვილების ქვეყანაში დიდი ხანია ტარდება - უჰაერობა, ტოტალური კლაუსტროფობიის შეგრძნება. პროცესი 1 საათის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა 1 საათით ადრე ადგილზე შსს წარმომადგენლები მივიდნენ და დამსწრეებისთვის განკუთვნილი რიგები დაიკავეს.
ერთ-ერთი დაკავებული, უჰაეროს გამო, შეუძლოდ გახდა, თუმცა მოსამართლემ სხდომა არ გადადო.
უფრო ვრცლად იხილეთ დავით აბრამიშვილის სიუჟეტში.