"ბათუმელების" ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ოლიგარქის პოლიციამ მათი ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დააკავა

გამოქვეყნდა:

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან "ბათუმელების" ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დააკავეს. მისი დაკავება აქციის გაშუქების დროს მოხდა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. 

ბათუმში, დღევანდელი აქციის დროს დააკავეს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები, ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე, ასევე აქტივისტი შუშანა მაცაბერიძეც. არსებული ინფორმაციით, სულ ადგილზე 10-მდე ადამიანი დააკავეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. 

გუშინ, ოლიგარქის პოლიციამ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელიც დააკავა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი