როგორ დავამარცხო ე.წ. დიფ სთეითი? | "ქართული ოცნების" პროპაგანდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" წლების განმავლობაში ერთი მხრივ ყოფდა საზოგადოებას, და მეორეს მხრივ ამ ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოების მიზანმიმართულად კვებავდა სხვადასხვა სახის დეზინფორმაციით.

კულმინაციას კი ბოლო 2 წლის განმავლობაში ვხედავთ, როცა სხვადასხვა კონსპირაციის თეორიები პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია რეჟიმმა და სრული სერიოზულობით იმეორებს სენტენციებს, რომელიც კლინიკური ფსიქიატრების განსჯის საგანი უფრო უნდა იყოს, ვიდრე ჟურნალისტების ან ექსპერტების მსჯელობისა. თუმცა ე.წ. დიფ სთეითის თეორიაც, ისევე როგორც ბევრი სხვა, ივანიშვილის რეჟიმმა რუსეთიდან მოიტანა, და სრულიად კონკრეტული მიზნისთვის.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რისთვის, და როგორ იყენებს მსგავსი სახის აბსურდულ თეორიებს "ქართული ოცნება" საკუთარი მავნებლური პროპაგანდის გასაძლიერებლად.

უფრო ვრცლად იხილეთ ბექა ყორშიას სიუჟეტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი