რესტორან "ბაბილოსთან" ვითარება პერიოდულად იძაბება | ადგილზე რეჟიმის საპოლიციო ძალები და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული

გამოქვეყნდა:

რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეთა კლანის საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, ვითარება ისევ დაძაბულია.

ადგილზე მობილიზებულია ოლიგარქიული რეჟიმის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და შსს-ს წარმომადგენლები, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე რეჟიმმა გამოიყვანა წყლის ჭავლის მანქანაც.

რესტორანში მოსამართლეების ნაწილია დარჩენილი, რომლებიც შენობის დატოვებას აპირებენ. მანამდე კლანის ნაწილმა ადგილი შეძახილების ფონზე, ოლიგარქის პოლიციის მიერ მოწყობილი კორდონის საშუალებით დატოვა.

აქციის მონაწილეებმა ბელიაშვილის ქუჩა, სადაც რესტორანი მდებარეობს, მთლიანად გადაკეტეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი