მოსამართლეთა კლანმა რესტორანი "ბაბილო" ოლიგარქის პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე დატოვა

გამოქვეყნდა:

მოსამართლეთა კლანმა რესტორანი "ბაბილო" ოლიგარქის პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე დატოვა.

რეჟიმმა მოსამართლეების დასაცავად ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, შსს-ს წარმომადგენლები და წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანა.

გარდა ამისა, საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მოსამართლეების გასვლის კადრები გადაეღოთ. ამ დროისთვის, რესტორნის პერიმეტრი პოლიციას აქვს დაკავებული, ხოლო აქციის მონაწილეები შენობის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩასწიეს. 

ადგილზე ვითარება რამდენიმე საათის განმავლობაში, პერიოდულად იძაბებოდა. საპოლიციო რეჟიმმა რამდენიმე ადამიანი დააკავა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი