"წინასწარი მონაცემით, მოძალადეების მხრიდან ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი პირი (ვისმა ნასროლმა თეფშმაც სასტუმროს თანამშრომლის დაზიანება გამოიწვია)" | ნიკა ხატიაშვილი

გამოქვეყნდა:

აბუ დაბიში, "ოცნების" რეჟიმის თვითგამოცხადებული დეპუტატების მხრიდან თავდასხმისას დაშავებულმა ლაშა გაბიტაშვილმა დროებით გააუქმა ფეისბუქი - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ავრცელებს და წერს, რომ გაბიტაშვილი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ.

გარდა ამისა, ამავე ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ, სასტუმროში გამოძახებულმა სამართალდამცველებმა დააკავეს ერთ-ერთი პირი მოძალადეების მხრიდან, ვისმა ნასროლმა თეფშმაც სასტუმროს თანამშრომელი დააზიანა: 

მეგობრებო, ბევრნი მეკითხებით და აქ დავწერ - ლაშა გაბიტაშვილს დროებით გაუქმებული აქვს ფეისბუქი. გადმომცა გითხრათ, რომ არის კარგად, ისიც, და მისი მეუღლეც. 
ფიზიკური ძალადობა წამოიწყო ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირებმა. შესაბამისად, ლაშამ გამოიძახა პოლიცია და ახლა ცდილობს სასამართლოში აღძრას საქმე მათ წინააღმდეგ. 
წინასწარი მონაცემით, მოძალადეების მხრიდან ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი პირი (ვისმა ნასროლმა თეფშმაც სასტუმროს თანამშრომლის დაზიანება გამოიწვია)." წერს ნიკა ხატიაშვილი.

ირაკლი ზარქუასა და  ვიქტორს სანიკიძის მხრიდან მოქალაქეზე თავდასხმის შემდეგ, სასტუმროში ადგილობრივი სამართალდამცველები მივიდნენ. ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.  

იხილეთ:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი