რეპრესიები საჯარო მოხელეების წინააღმდეგ - ვინ არიან ჩართული განსხვავებული აზრის მქონე საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლებაში? მათ მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაციები ასაჯაროებენ.
სამოქალაქო პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით მოქალაქეები სამსახურებიდან 20-მდე სახელმწიფო უწყებიდან გაათავისუფლეს, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან, პარლამენტიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, თბილისის მერიიდან.
მისივე თქმით, საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლება „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაპროტესტებას უკავშირდება.
მესამე სექტორის ცნობით, იუსტიციის სამინისტროს სსიპებში რეპრესიებში მონაწილეობენ:
დავით დევიძე - საჯარო რეესტრის თავმჯდომარე;
ვახტანგ ბოხაშვილი - საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე;
ელისო გელაშვილი - საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე;
ლადო ხელაძე - პრობაციის სააგენტოს უფროსი;
ლაშა ლობჟანიძე - იუსტიციის სახლის თავმჯდომარე;
ქეთევან ბეთლემიძე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე;
თამარ ხუბაშვილი - საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ლაშა ექიზაშვილი - საჯარო რეესტრის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი;
დიმიტრი მახათაძე - საჯარო რეესტრის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
თბილისის მერიაში საჯარო მოხელეების რეპრესიებში ჩართულები არიან:
კახა კალაძე - თბილისის მერი;
სერგო ბირკაძე - თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი;
გელა ჩივიაშვილი - თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოც. მომსახურების საქალაქო სამსახური;
ეკატერინე ჯოჯუა - საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო, დირექტორი;
მანანა თოქმაჯიშვილი - საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო, პრესსამსახური;