მოტყუებული და გაფიცული მუშები ქუთაისში | კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებს ხელფასს არ აძლევენ

გამოქვეყნდა:

მოტყუებული მუშები ქუთაისში - კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. დაზარალებულების თქმით, 2 თვეა  შრომის ანაზღაურება არ აუღიათ.  სამუშაოები ქუთაისის მერიის დაკვეთით მიმდინარეობს.

ამჟამად გაფიცული მუშები მძიმე სამუშაო პირობებზეც საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ აქამდე იძულებული იყვნენ ხელფასის სანაცვლოდ, ეს პირობები მოეთმინათ. 

20-მდე დასაქმებული მუშაობის გაგრძელებას კუთვნილი ხელფასის მიღებამდე არ აპირებს და იმედი აქვთ, რომ მათი პრობლემა "მთავარი არხის" მიერ გაშუქების შემდეგ მოგვარდება. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი