"ქართული ოცნების" წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ერთობლივ ვიდეოს ავრცელებენ, რომელშიც ზარქუა აბუ დაბიში, მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმას "ინციდენტს" უწოდებს.
"ხო, რაღაც ინციდენტი მოხდა, არ არის ეს რამე საამაყო, უბრალოდ ერთი უნდა ვიცოდეთ ყველამ, ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი. როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს. ეს არის და ეს.", - თქვა ზარქუამ.
რაც შეეხება, თავდასხმაში მონაწილე, "ოცნების" კიდევ ერთ წევრს, ვიქტორ სანიკიძეს, ის ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა და "უსამშობლოებს" ყოველთვის პასუხი გაეცემა:
"მადლობა გვერდში დგომისთვის, ყველაფერი კარგად არის, როგორც ირაკლიმ თქვა, ყოველთვის გაეცემა პასუხი ამ უსამშობლოებს, სადაც არ უნდა ვიყოთ. მადლობა კიდევ ერთხელ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მრავალ ძველით ახალ წელს დაესწარით კიდევ ერთხელ, ბედნიერად, ჯანმრთელად", - ამბობს სანიკიძე.
აბუ დაბიში ოლიგარქის დეპუტატები მოქალაქეს თავს დღეს, 13 იანვარს დაესხნენ.