"პუტინმა დაიწყო ომი საქართველოში 2008-ში, უკრაინაში 2014 და 2022-ში. მშვიდობა ვერ გაგრძელდება, თუ ომი შეთანხმებით დასრულდება" | რუტე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, თუმცა ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, რომელიც გაგრძელდება. არ ვიცი როდის ან როგორ დასრულდება ომი, მაგრამ ვიცი, რომ მშვიდობა ვერ გაგრძელდება, თუ პუტინი უკრაინაში თავისას მიაღწევს, რადგან ის ამაზე არ გაჩერდება. წარსულში ის იმუქრებოდა, რომ დაიწყებდა ომს და დაიწყო კიდეც - საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 და 2022 წლებში. ვინ იქნება შემდეგი სამიზნე? მშვიდობა ვერ გაგრძელდება, თუ ომი პუტინთან შეთანხმებით დასრულდება". 
 

- განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი