ძველით ახალ წელს ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს პარიზში მცხოვრებმა ქართველებმა. ემიგრანტები საქართველოს დროშებით ტროკადეროს მოედანზე შეიკრიბნენ.
მათ რეჟიმის პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს საკითხის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა მოსთხოვეს. მოთხოვნებს შორის გაჟღერდა ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა.