ქარელის მუნიციპალიტეტში ქარმა ქარის ელექტროსადგური დააზიანა. კერძოდ, დამტვრეულია ფრთები - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა qartli.ge ავრცელებს და წერს, რომ სოფელ კოდავარდისუბანში ელექტროსადგური რამდენიმე წელი მუშაობდა, ხოლო ფრთები დაზიანდა მაშინ, როდესაც ძლიერი ქარი იყო და სოფელშიც რამდენიმე სახლს სახურავი ახადა.
საჯარო რეესტრის მიხედვით, ქარის ელექტროსადგური დამონტაჟებულია იმ მიწაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, თუმცა ადგილობრივებისთვის უცნობია, ვინ დაამონტაჟა ელექტროსადგური სოფლის თავზე. მათ გადმოცემით იციან, რომ მესაკუთრე სპორტსმენია.