ორთაჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებულების ნაწილი კლინიკიდან უკვე გაწერეს, ხოლო 1 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეების ნაწილი კლინიკიდან უკვე გაწერეს, ხოლო ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულებს შორის იყო 12 წლის ბავშვიც, რომელიც კლინიკიდან დღეს გაწერეს. რაც შეეხება მძიმე მდგომარეობაში მყოფ, 25 წლის კაცს, ის მართვით სუნთქვაზეა.

"ჩვენ კლინიკაში მოყვანილია 3 პაციენტი. აქედან ერთი არის პედიატრიული ასაკის, ორი კი ოზრდილია. ბავშვი ეწერება კლინიკიდან, ერთმა კლინიკა გუშინ დატოვა, რადგან მსუბუქი დაზიანება ჰქონდა. კლინიკაშ რჩება 25 წლის კაცი, რომლის დაზიანება არის საკმაოდ მძიმე. ეს არის ქალატვინის დაზიანება და გულმკერდის დახურული ტრავმა. პაციენტი იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში", - თქვა "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ.
 

ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქება გუშინ, გვიან ღამით მოხდა. აფეთქების შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი