"ჩვენი შვილები დღეს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მძევლები არიან... მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, დამსაქმებელს თუ დასაქმებულს შემოუერთდეთ ხვალინდელ გაფიცვას" | რეჟიმის პატიმრების ოჯახები

გამოქვეყნდა:

რეჟიმის პატიმრების მშობლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ხვალ დაგეგმილ, გამაფრთხილებელ გაფიცვას შეუერთდებიან.

ამასთან, ისინი თითოეულ მოქალაქეს, დამსაქმებელსა და დასაქმებულს მოუწოდებენ, გაფიცვას შეუერთდნენ.

"ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები, მეუღლეები, შვილები, მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, დამსაქმებელს თუ დასაქმებულს, საკუთარი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის, 15 იანვარს, 15 საათზე, შემოუერთდეთ გამაფრთხილებელ გაფიცვას. მოგიწოდებთ 3 საათით შეწყვიტოთ მუშაობა და დადგეთ თქვენი სამუშაო ადგილის წინ, ასე გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა და მოითხოვოთ სინდისუს პატიმრების გათავისუფლება. ჩვენი შვილები დღეს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მძევლები არიან. მათთვის გაუქმებულია სასამართლო და სამართალი. მათი დანაშაული ისაა, რომ ქართველი ხალხის ნება და არჩევანი დაიცვეს.

ივანიშვილის პირადმა კრიმინალებმა ჩვენ შვილებზე იძალადეს, აწამეს და დააპატიმრეს. ეს ჩვენთვის სასჯელიცაა და სიამაყეც. საქართველოს დამოუკიდებლობის და მომავალის დასაცავად, პროტესტზე გამოსული ასიათასობით პატრიოტთა შორის ჩვენი შვილები იქცნენ გმირებად. ჩვენ ვამაყობთ მათით.

ჩვენი შვილები უსამართლო სასამართლოშიც აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს დამოუკდებლობისთვის, ახალი არჩევნებისთვის, დემოკრატიისთვის. როდესაც ჩვენ ქუჩებში ვდგავართ, იმალებიან ისინი, ვისაც ეს ქვეყანა მძევლად ყავს აყვანილი. როდესაც ჩვენ ერთად ვართ, მტერი ყოველთვის მარცხდება. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის უმრავლესობა და საქართველო გვეკუთვნის ჩვენ! თავისუფლება საქართველოს სიყვარულისთვის უკანონოდ დაპატიმრებულებს! 15 იანვარს იფიცება საქართველო!", - წერია განცხადებაში, რომელიც ერთ-ერთი პატიმრის მამა, ზურაბ ცეცხლაძემ წაიკითხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი