"ეს არის უხეში თავდასხმა პრესის თავისუფლებაზე" | ამაღლობელის დაკავებას "კოალიცია ქალებისთვის ჟურნალისტიკაში" ეხმაურება

გამოქვეყნდა:

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და გმობს "კოალიცია ქალებისთვის ჟურნალისტიკაში". 

"ეს არის უხეში თავდასხმა პრესის თავისუფლებაზე. ნოემბერში საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ, ათობით ქალი ჟურნალისტი გახდა შევიწროებისა და პოლიციის ძალადობის სამიზნე - ამაღლობელი და მისი კოლეგები ადგილზე იმყოფებოდნენ და ახდენდნენ ბათუმში ხელისუფლების მიერ უსამართლო დაკავებების დოკუმენტირებას.

მოვითხოვთ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების მოხსნას და საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შეწყვეტას." ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ივანიშვილის სასამართლომ ამაღლობელს დღეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი