ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა ბალაკლავას ტარებისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა. ამავე "ბრალდებისთვის" 3 საათზეა ჩანიშნული კიდევ ერთი აქტივისტის - კერენ ესებუას სასამართლო პროცეს, თუმცა ესებუა მასზე დასწრებას არ აპირებს და ამბობს, რომ არ ცნობს არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ არალეგიტიმურ კანონს და არ აპირებს განხილვაში შესვლას. ესებუა საპროტესტო ბანერით ხელში ზუგდიდის სასამართლოს წინ დგას და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.
ავტორი: ემა გოგოხია