"საქართველოში არსებული ვითარება მკაფიო შეხსენებაა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა ადვილი არ არის და შესაძლოა, შემაფერხებელ ფაქტორებს ადგილი ჰქონდეს და აქვს კიდეც. ძალიან ვწუხვარ, რომ ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციისგან დაშორებას აგრძელებს. ქართველი ხალხის არჩევანი ევროინტეგრაციის მიმართ კონსტიტუციაშია დაფიქსირებული და ისინი ყოველ ღამით ქუჩებში გამოდიან, რადგან მათ ნამდვილად სურთ მისი შენარჩუნება. ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სრულიად მიუღებელია".
- განაცხადა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მართა კოსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.