"ვაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის მხარდაჭერას - მზად ვართ 7 მლნ გამოვყოთ, რათა "ოცნების" დეზინფორმაციაზე საპასუხო რეაქცია გავაძლიეროთ" | ევროკომისარი

გამოქვეყნდა:

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მართა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას აგრძელებს.

როგორც კოსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მათთვის უკვე 8.5 მილიონი ევროა გამოყოფილი. მისივე თქმით, EU ასევე მზად არის, დამატებით 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო საქმიანობისთვის გამოიყოს.

"კომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება, რომელიც პირდაპირ იყო განკუთვნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენ თანხების შემდგომი გადანაწილების შესაძლებლობას ვეძებთ. ასევე, ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ საქართველოსთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები დავაწესოთ", - განაცხადა კოსმა.

ევროკომისარი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ევროკაპამ საპასუხო რეაქცია უნდა გააძლიეროს.

"ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ შეთავაზებას იანვრის ბოლოს უყრიან კენჭს. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას - მათთვის უკვე 8.5 მილიონი ევროა გამოყოფილი. ასევე, ჩვენ მზად ვართ დამატებით 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო საქმიანობისთვის გამოვყოთ და ჩვენ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ჩვენი საპასუხო რეაქცია უნდა გავაძლიეროთ", - თქვა ევროკომისარმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი